როგორ ავირჩიოთ მაჯის საათი

გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე საუკეთესო მოდელები ჩვენს ფილიალებშია

თუ მაჯის საათის შეძენა გადაწყვიტეთ,პირველ რიგში დაფიქრდით, საათი თქვენთვის საჭირო აქსესუარია თუ უბრალოდ იმიჯის ნაწილი, ეს აქსესუარი გვეხმარება, არა მხოლოდ დროის განსაზღვრაში არამედ მეტყველებს ჩვენს იმიჯზე, ხასიათზე, პიროვნებასა და ცხოვრების წესზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება ყველა დეტალს მიაქციოთ.

საათის შეძენამდე დაფიქრდით რა ვითარებაში მოგიწევთ მისი ტარება, თუ სპორტული სტილის საათს ეძებთ მაშინ უმჯობესია წყალგამძე და მყარი მასალისგან დამზადებული საათი აირჩიოთ.
სპორტულ მოდელებს დიდი კორპუსი აქვთ, რადგან კარგად თავსდება შიგნით ტაიმერი, მაღვიძარა და სხვა ფუნქციები.

ყოველდღიური საათის სტილის შერჩევისას დაფიქრდით რამდენად შეეფერბა იგი თქვენს იმიჯს, გამოხატავს თუ არა თქვენს ინდივიდუალობას, დაფიქრდით რა ფერისა და სტილის სამოსს ატარებთ და შეეცადეთ საათის ფერი სწორად შეუხამოთ, ყურადღება მიაქციეთ სამაჯურს, გაითვალისწინეთ რომ ტყავის სამაჯური ყოველთვის აქტუალურია, თუმცა წყლის ხშირი მოხვედრა აზიანებს მას, მეტალის სამაჯური კი უფრო წყალგამძლეა, კაუჩუკისა და რეზინის სამაჯურებს სპორტული იერი აქვთ, მაგრამ ყველაზე მაღალი წყალგამძლეობით გამოირჩევიან,

კლასიკური საათი ხასიათდება სიმარტივით, ელეგანტურობით დახვეწილობით და მკვეთრი დეტალებით, აქვს თხელი მინა და ციფერბლატი.

გაითვალისწინეთ რომ საათის ფასი დამოკიდებულია, მარკაზე, მასალაზე, ფუნქციებზე და სერიის ეგზემპლიართა რაოდენობაზე.